უგემური, მშრალი, უშაქრო და უფორმო — ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელი ორცხობილა იყო.

ყოველ ზაფხულს არდადეგებზე დასთან ერთად სოფელში ვატარებდი. შუადღისას წესი გვქონდა — ბავშვებს ერთი-ორი საათით უნდა დაგვეძინა. სანამ გვეძინა, ბებია ამ ორცხობილებს აცხობდა.

ვინც ძილის მერე ყველაზე გვიან ადგებოდა — ის ყველაზე დიდ ორცხობილას მიიღებდა პრიზად. ამიტომ ხანდახან საათობით შეგვეძლო ვწოლილიყავით და არ ავმდგარიყავით.

მაშინ ეს იყო ყველაზე ტკბილი გემო მთელს ქვეყანაზე. და ის გემო… სამწუხაროდ ვეღარასდროს განმეორდება.

ის გემო ბევრს ენატრება

ალბათ შენც გახსოვს რომელიმე ასეთი გემო — ბებიის ხაჭაპური, დედის ლობიო, ის სუფრა, სადაც ყველაფერი ხელით, სიყვარულით კეთდებოდა. დიდ ქალაქში კი ასეთი ნამდვილი, სახლის საჭმელი დღეს თითქმის აღარ იშოვება.

ამიტომ შევქმენით ულუფა

ულუფა აკავშირებს სანდო სახლის მზარეულებსა და ადამიანებს, ვისაც ნამდვილი სახლის გემო ენატრება — თბილისში. ჩვენი მიზანი მარტივია: სახლის გემო ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, მზარეულებს კი მივცეთ საშუალება, ისარგებლონ საკუთარი ნიჭით და შექმნან დამატებითი შემოსავალი

შემოგვიერთდი

ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ამზადებ და შენს საჭმელს აფასებენ — გახდი ჩვენი მზარეული. თუ სახლის გემო გენატრება — იპოვე ის ულუფაზე.

ერთად შევქმნათ სახლური დიდი ულუფა.