ჩვენ შესახებ
სახლის გემო, რომელსაც ენდობი
Ulupa აკავშირებს შემოწმებულ სახლის მზარეულებს და ადამიანებს, ვინც ნამდვილ, სახლში მომზადებულ საჭმელს ეძებს.
ჩვენი მისია

Ulupa.ge — სახლის მზარეულებისგან კერძების შეკვეთის სერვისია.
პლატფორმაზე წარმოდგენილი ყველა მზარეული გადის საფუძვლიან შემოწმებას: ჩვენ ვაგემოვნებთ კერძებს, ვამოწმებთ სამზარეულოს მომზადების პირობებს და ვაცნობთ მზარეულებს კვების უსაფრთხოების მოთხოვნებს.
კერძები მზადდება დიდ ულუფებად — 0,5 კგ-დან. შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი შეკვეთაზე და მიუთითოთ თქვენი სურვილები. ხელმისაწვდომია თვითწამოღება და მიწოდება ნებისმიერი მზარეულისგან.
ვინ დგას სერვისის უკან

ალექსანდრე ფაკაური
ულუფას დამფუძნებელი და CEO
ბავშვობის ზაფხულებს დასთან ერთად სოფელში ვატარებდი. შუადღისას წესი გვქონდა — ბავშვებს ერთი-ორი საათით უნდა დაგვეძინა. სანამ გვეძინა, ბებია ორცხობილას აცხობდა, და ვინც ყველაზე გვიან ადგებოდა, ის ყველაზე დიდ ორცხობილას იღებდა პრიზად — ამიტომ ხანდახან საათობით ვწვებოდით და არ ვდგებოდით.
ის ორცხობილა უგემური, მშრალი, უშაქრო და უფორმო იყო — და ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელი. ის გემო ვეღარასდროს განმეორდება. სწორედ ამიტომ შევქმენი ულუფა: რომ სახლის ნამდვილი გემო დავაბრუნოთ და სანდო სახლის მზარეულებს რეალური შემოსავალი მივცეთ.
რესტორნების სფეროში ყველაზე ქვემოდან დავიწყე — მიმტანიდან სასტუმროებისა და რესტორნების F&B და შესყიდვების მენეჯერამდე. დღეს კვების სფეროში საკუთარი ბიზნესი მაქვს.
ჩემთვის ულუფა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ყველა უბანში არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ რესტორანზე უკეთ ამზადებს, მაგრამ მთელი ცხოვრება მხოლოდ თავის ოჯახს კვებავს — რადგან საკუთარი სამზარეულო სამსახურად არ ითვლება. ულუფა სწორედ ასეთ ადამიანებს აძლევს შემოსავალს, სახელს და საკუთარ სტუმრებს; მათ კი, ვისაც სახლის საჭმელი ენატრება — თეფშს, რომელიც სახლში აბრუნებს. ეს საქმე მინდა მთავარ საქმიანობად ვაქციო და მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანო: სახლის გემო ყველგან სჭირდებათ.
რატომ Ulupa
შემოწმებული მზარეულები
ყველა მზარეული გადის გასაუბრებას, დეგუსტაციას, ვერიგიკაციას და სამზარეულოს შემოწმებას
მომზადებული შენთვის
მზადდება შენი შერჩეული თარიღისთვის, ახლად და შენს გემოვნებაზე მორგებული
მიწოდება თბილისში
თვითგატანა ან კურიერის მომსახურება — შენ ირჩევ!
როგორ მუშაობს
სამი მარტივი ნაბიჯი — და ნამდვილი სახლის გემო შენთან
- 1
აირჩიე მზარეული
წაიკითხე შეფასებები და დაათვალიერე მენიუ. ყველა მზარეული თავისი გრაფიკით მუშაობს.
- 2
გააფორმე შეკვეთა
აირჩიე თარიღი, გააფორმე შეკვეთა. გადაიხადე ონლაინ.
- 3
მიიღე და დატკბი
შენთვის მომზადებულ მენიუს, კურიერი მოგიტანს. დატოვე შეფასება, რომ დაეხმარო სხვებს.
როგორ ვამოწმებთ მზარეულებს
სანამ მზარეული პლატფორმაზე გამოჩნდება, ჩვენ პირადად ვხვდებით, ვაგემოვნებთ კერძებს, ვუღებთ ფოტოს სამზარეულოს და ვამოწმებთ სანიტარულ ნორმებს. ხარისხის შესანარჩუნებლად მუდმივად ვაანალიზებთ მომხმარებლების შეფასებებს.
სად ვმუშაობთ
ამჟამად Ulupa მუშაობს თბილისში — და თანდათან ვფართოვდებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
იურიდიული ინფორმაცია
- დასახელება
- შპს ულუფა
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 406561135
- დირექტორი
- ალექსანდრე ფაკაური
- იურიდიული მისამართი
- ქ. თბილისი, ქინძმარაულის II შეს., #15
- ტელეფონი
- 575757493
- ელფოსტა
- support@ulupa.ge
მზად ხარ დააგემოვნო?
იპოვე მზარეული შენთან ახლოს ან თავად გახდი Ulupa-ს მზარეული.